შაბათის სკოლის მეექვსე კლასის, მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის პირველადი შედეგები!
- 08 ივლისი, 2020
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,
შაბათის სკოლის მეექვსე კლასის, მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის პირველადი შედეგები იხილეთ აქ.
აპელაცია მიიღება 9 და 10 ივლისს - 12:00-დან 17:00 საათამდე, 119-ე ოთახში.
სააპელაციო განაცხადი შეიძლება დაწეროს როგორც მშობელმა, ასევე პედაგოგმა.
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 11 ივლისს 18 საათამდე!
შეგახსენებთ, რომ შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად სკოლის მე-7 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად სკოლაში არ მიიღება, იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა).
ინფორმაცია მისაღები გამოცდის რეგისტრაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას!